суббота, 6 декабря 2014 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
გულნარა მეშველიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
 სოფ.   ჩხუტელის  საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ანტიკური საბერძნეთის მათემატიკური აზროვნება და პითაგორას თეორემა
თემის შინაარსი
მოსწავლეები განიხილავენ პითაგორას თეორიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტებს და  შესაბამის საილუსტრაციო ამოცანებს.შეისწავლიან ანტიკური ხანის მოაზროვნეების მიღწევებს მათემატიკის დარგში.
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
VIII
განხორციელების დროის ჩარჩო
14 დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
VIII.9  -მოსწავლე იყენებს ფიგურათა თვისებებს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად
         -იყენებს დეკარტეს კორდინატებს ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის დასადგენად(ორ წერტილს შორის მანძილის გამოსათვლელად)
  VIII.10   -იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს, ტოლობისა და უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას
          -იყენებს დეკარტეს კორდინატებს გეომეტრიული ობიექტის თვისებების დასადგენად და დასაბუთებისათვის
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებს აუმაღლდებათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების დონე.გაიზრდება საგნისამდი და მისი ისტორიისადმი ინტერესი,რაც აისახება აკადემიურ დონეზე. მინიმუმ 15%-ით აიწევს მოსწავლეთა მოსწრება.ისინი შეძლებენ პრაქტიკულ სიტუაციებში პითაგორას თეორემის გამოყენებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
1.რა გსმენიათ ანტიკური ხანის შესახებ?
2.რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკის ცოდნა?
3.იცით თუ არა დიდი მათემატიკოსების შესახებ?



თემატური კითხვები
1.რატომ არის მნიშვნელოვანი პითაგორას თეორემის ცოდნა?
2.რაში მდგომარეობს პითაგორას თეორემა და როგორ მტკიცდება ის?
3.რა იცით ანტიკური ხანის მათემატიკური აზროვნების შესახებ?
4.როგორ დაახასიათებდით პითაგორას სკოლას?


შინაარსობრივი კითხვები
1.რა იცით პითაგორას,მისი წინამორბედების თალეს მილეთელის ,აგრეთვე პითაგორას თანამედროვე მოაზროვნეების შესახებ, რომლებიც გაერთიანებულ იყვნენ პითაგორას სკოლაში?
2.რომელ სამკუთხედს ეძახიან მაგიურ სამკუთხედს და როგირია პითაგორას რიცხვების მოძებნის წესი?
3.რატომ უწოდეს პირამიდას ,,რიცხვთა მეფე,, და რა იცით რიცხვთა თვისებების შესახებ? რომელ რიცხვებს ჰქვიათ ფიგურული რიცხვები?
4.რას  ნიშნავს ,,ოქროს კვეთა,,  სად  და როგორ გვხვდება მისი გამოყენების მაგალითები?
5.რა იცით პლატონის მისი სკოლის და მისი მოსწავლეების შესახებ?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დისკუსია.

ურთიერთშეფასების სქემა.

სქემა“ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“


მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარი შეფასება.

მოსწავლეთა მცდარი შეხედუკებების გამოვლენა.

მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს.

მოსწავლეები პასუხობენ თემეტურ და შინაარსობრივ კითხვებს.

აკეთებენ კვლევის,პრეზენტაციის ჩეკლისტებს.


მოსწავლეებს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში.
თვითმონიტორინგში
და თანამშრომლობით სწავლებაში.
საგაზეთო რუბრიკა.

სქემა „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“

რეფლექსია
    


ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისობით თვითშეფასება.                

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის დაწყებამდე კლასში გამოვიყენებ შეფასების ინსტრუმენტებს: დისკუსიას,ურთიერთშეფასების სქემას, და „ვიცი,მინდა ვიცოდე და ვისწავლე“,რომლითაც შევამოწმებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას,21-ე საუკუნის უნარ -ჩვევების წინასწარ  შეფასებას, დავადგენ მოსწავლეთა მცდარ შეხედულებებს.
        პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. უპასუხებენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. აწარმოებენ კვლევისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებს.
შეფასების ეს ინსტრუმენტები დაეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში,თანამშრომლობით სწავლებაში.
პროექტის  დასრულების შემდეგ გამოვიყენებ საგაზეთო რუბრიკას, ისევ გამოვიყენებ სქემას „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“; რეფლექსიას, ეს ინსტრუმენტები მოსწავლეებს დაეხმარება
მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების ხარისხის შემოწმებაში.ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამის თვითშეფასებაში.





საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთა მუშაობის  უნარ-ჩვევები, პროგრამა „ვორდის“ მოხმარების საბაზისო უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
     შევკრებ მოსწავლეებს,გავაცნობ შეკრების მიზეზს და შემთხვევითი შერჩევის გზით შევქმნი წყვილებს. კერძოდ დავჭრი ღია ბარათებს რომელთა დაწყვილების საფუძველზე შეიქმნება ჯგუფები. ამავე მეთოდით ავირჩევ ჯგუფის ხელმძღვანელებს.
   იმისათვის ,რომ ბავშვების გონება მივმართო კონკრეტული პრობლემისაკენ და თემის სათაურის შესარჩევად  პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოვაწყობ დისკუსიას. სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით  დავსვამ ზოგად კითხვებს.ეს კითხვები  დაეხმარება მოსწავლეებს  გამოთქვან თავანთი აზრი,იდეები.მოხდება შეხედულებების ურთიერთგაცვლა.
           დისკუსიის გარდა გამოვიყენებ ურთიერთშეფასებისა და „ვიცი,მინდა ვიცოდე და ვისწავლე“ს სქემებს.შეფასების ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებას და მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენას.
        მოსწავლეები ირჩევენ თემის სათაურს ,,ანტიკური საბერძნეთის მათემატიკური აზროვნება და პითაგორას სკოლა,,.თემის სათაურის შერჩევის შემდეგ  ჯგუფებს ცალ-ცალკე დავავალებებს შექმნან ბროშურა, გაზეთი და ბუკლეტი. ვაძლევ  დროს სამ დღეს , რათა  მოამზადონ შესაბამისი სტატიები, მოიპოვონ ინფორმაცია. შემდეგ მოსწავლეები ეცნობიან და აფასებენ თავიანთ ნაშრომს და  ფართო მასების ინფორმირებს მიზნით  დაარიგებენ პედაგოგებში, მშობლებში, გამგეობის თანამშღომლებში.
          როცა მოსწავლეები შეასრულებენ პირველი ეტაპის სამუშაოს  დავშლი ძველ ჯგუფებს,შევცვლი ხელმძღვანელებს ისევ შემთხვევითი არჩევის გზით, რომელიც უკვე აღვწერე. ეს მეთოდი დაეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ ხელმძღვანელობა, გაიაზროს პასუხისმგებლობა ჯგუფის სხვა წევრების წინაშე, ისწავლოს გუნდური მუშაობა.
   პროექტზე მუშაობის დაწყებისას  ჯგუფის წევრებს შორის ვანაწილებ დავალებებს,  ჯგუფის ხელმძღვანელებს ელექტრონული ვერსიით გადავუგზავნი თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს, ხელმძღვანელები კითხვებს გააცნობენ   ჯგუფის წევრებს.
       ჯგუფებს შორის ვანაწილებ დავალებებს: 
I ჯგუფი -მოიძიებს მასალებს პითაგორას თეორიის გამოყენების ასპექტებზე.
II ჯგუფი-მოიძიებს ინფორმაციას პითაგორას,მისი წინამორბედის თალეს მილეთელის ,პითაგორას თანამედროვე მოაზროვნეების შესახებ და მათი კვლევების შესახებ.
III ჯგუფი-შეაგროვებს ინფორმაციას ,,ოქროს კვეთას,, ,,პითაგორას ცხრილის,, პითაგორელების მიხედვით რიცხვთა თვისებების,ფიგურული რიცხვების შესახებ
IV ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია მათემატიკურ აზროვნებაში  პლატონისა და მისი მოსწავლეების დამსახურების შესახებ.
        მოსწავლეები პროექზე მუშაობისას პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,რომლებიც ჩაწერილი გვაქვს სპეციალურ ჟურნალში, .აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს .
     მოსწავლეები აკეთებენ კვლევისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებს..შეფასების ეს ინსტრუმენტები  ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის გაანალიზებაში., თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლებაში.
        პროექზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ საგაზეთო რუბრიკას; ვიყენებ რეფლექსიას, ისევ ვიყენებ  სქემას „ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე“, რომელშიც გაწერილი მაქვს თემატური და შინაარსობრივი კითხვები ,ეს სქემა გაკეთებული მაქვს ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეზე. მოსწავლეები ნათლად დაინახავენ რა ისწავლეს, შეაფასებენ ერთმანეთს. ამ  შეფასებების  ინსტრუმენტების მიზანია მასალის გაგების და უნარ-ჩვევების  შემოწმება. მოსწავლეთა ცოდნის თანხვედრა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.















დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
 სპეციალური საჭიროების  მქონე მოსწავლე მივცემ მისი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების შესაბამის  დავალებებს. გამოიყენებენ ადაპტირებულ აღჭურვილობებს და პროგრამებს

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები ინფორმაციის  მოიპოვებენ მშობლიურ ენაზე, ; გამოიყენებენ ტექსტებს გრაფიკული გამოსახულებით;  ორენოვან გამოსახულებებს და თაარგმნის პროგრამებს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
1.მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში-ვ.კოპალეიშვილი    ,,განათლება,,თბილისი 1989
2.მათემატიკა.სერიოზული და სახალისო-ა.ბენდუქიძე   ,,ნაკადული,,თბილისი 1988
3.ქართული საბჭოთაენციკლობედია
4მათემატიკური კალეიდოსკოპი-გ.შტეინჰაუსი
5.მათემატიკა -8-ნ.ჯაფარიძე,მ.წილოსანი,ნ.წულაია  ,,ბაკურ სულაკაური,, 2013
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница